უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი ამბობს, რომ მის ჯგუფს "აქვს განხილული კონკრეტული ინდივიდუალური პირები და ორგანიზაციები საქართველოდან, რომელთა სანქცირებაზე ფიქრობენ".
როგორც მაკფოლმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აღნიშნა, ახალი დოკუმენტები ზაფხულის განმავლობაში გამოქვეყნდება. მისივე თქმით, სიაში ცნობილი გვარები ფიგურებს და ჯგუფს აქვს კონკრეტული მტკიცებულებები იმისა, რომ საქართველო რუსეთის მიერ სანქციების გვარდის ავლაშია ჩართული.
"რაც ამ ეტაპზე შემიძლია გაგიმხილოთ, არის შემდეგი: ჩვენს ჯგუფს ნამდვილად აქვს განხილული კონკრეტული ინდივიდუალური პირები და ორგანიზაციები საქართველოდან, რომელთა სანქცირებაზე ვფიქრობთ. ასე რომ, დაელოდეთ მოვლენათა განვითარებას - ახალ დოკუმენტებს ზაფხულის განმავლობაში გამოვაქვეყნებთ.
გვაქვს საკმაოდ მყარი მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს, რომ ისინი ეხმარებიან რუსეთს სანქციებზე გვერდის ავლასა ან, ასე ვთქვათ, "გზის მოჭრაში", და ჩვენ გვსურს ამას ნათელი მოვფინოთ. იმაზე, რომ საქართველო ნამდვილად არის ჩართული ამაში, ისიც მიუთითებს, რომ დავასახელებთ ცნობილ გვარებს. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული, და ამიტომაც ვფრთხილობ", - თქვა მაკფოლმა.